ჰოლივუდის მსახიობ სინტია ნიქსონს მსოფლიო პოპულარობა სერიალმა "სექსი დიდ ქალაქში" მოუტანა. ჟღალთმიანი ადვოკატი მირანდა დღეს ერთ-ერთი ცნობადი ტელეპერსონაჟია. მაგრამ ამ დღეებში ამერიკელი დიასახლისები საყვარელი პერსონაჟის უჩვეულო გადაწყვეტილებამ გააოცა.
ტელეარხ АВС-ის დღის ეთერში სინტია გადაპარსული თავით გამოჩნდა. მსახიობი შოუ Live With Kelly-ის წამყვანმა მიიწვია, მას საკუთარი როლის შესახებ უნდა ესაუბრა, რომელზეც ამჟამად მუშაობს. ნიქსონმა ტელემაყურებელს უჩვენა, რომ ახალ როლს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და საკუთარი პროფესიისთვის მზადაა, მსხვერპლზეც წავიდეს.
სინტია პიესა "Wit"-ის თეატრალურ დადგმაში მთავარ როლს ასრულებს. სპექტაკლში ის კიბოთი დაავადებული ლიტერატურის პროფესორია, რომელიც შესაშურ მამაცობას ავლენს და დაავადებას ბრძოლას უცხადებს. მსახიობმა როლი იმდენად გაითავისა, რომ ჟღალი კულულები დაუფიქრებლად შესწირა.
კიბოსთან ბრძოლის თემა სინტისთვის უცხო არ არის - ეს დაავადება მსახიობმა პირადად გადაიტანა. 2006 წელს მას სიმსივნე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მკურნალობის კურსი გაიარა. თერაპია წარმატებული აღმოჩნდა - სინტია ოპერაციასა და ქიმიოთერაპიას გადაურჩა.
მომზადებულია АВС-ის მიხედვით.