ჰიტლერის ნახატი "ღამის ზღვა" 42 000 დოლარად გაიყიდა

ჰიტლერის ნახატი "ღამის ზღვა" 42 000 დოლარად გაიყიდა

სურათი "ღამის ზღვა", რომელიც ადოლფ ჰიტლერმა 100 წლის წინ დახატა, სლოვაკეთში დახურულ VIP-აუქციონზე 32 ათას ევროდ (დაახლოებით 42 ათასი დოლარი) გაიყიდა.

ნახატზე ღამის ზღვის პეიზაჟია გამოსახული: ჩამავალი მზის ფონზე ზღვის ტალღები მშვიდად ღელავს.

აუქციონის სახლის წარმომადგენელის თქმით, სურათი გასაყიდად სლოვაკმა ოჯახმა გამოიტანა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ტილო მემკვიდრეობით მიიღო. სავარაუდოდ, ოჯახის წევრი ადოლფ ჰიტლერს პირადად იცნობდა.

შარშან სლოვაკეთის აუქციონის სახლმა ჰიტლერის ნახატი იმავე ოჯახის კოლექციიდან უკვე გაყიდა. ტილო სახელწოდებით "საიდუმლო შეხვედრა" აუქციონზე 10,2 ათას ევროდ გაიყიდა.

2009 წელს, "მალოკსის" აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის ახალგაზრდობაში შესრულებული 13 სურათი გაყიდეს. მათი საერთო ღირებულება 95 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა (დაახლოებით 150 ათასი დოლარი). სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჰიტლერის სულ 270 ნახატი არსებობს.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება