დემი მურს "ლავლეისში” სარა ჯესიკა პარკერი შეცვლის

დემი მურს "ლავლეისში” სარა ჯესიკა პარკერი შეცვლის

ჰოლივუდის მსახიობს, დემი მურს ”ლავლეისის” გადასაღებ მოედანზე მისი კოლეგა, სარა ჯესიკა პარკერი შეცვლის. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დემი მურმა ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ფილმში, რომელიც ცნობილი პორნოვარსკვლავის, ლინდა ლავლეისის ცხოვრებას შეეხებოდა, მური ფემინისტ გლორია სტეინემის როლზე იყო დამტკიცებული. 

პროდიუსერებმა სტეიმენის როლზე სარა ჯესიკა პარკერი შეარჩიეს. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როლისთვის კიდევ ერთი კანდიდატურა, მერი-ლუიზ პარკერი განიხილებოდა.

ლავლეისის როლს მსახიობი ამანდა საიფრიდი შეასრულებს.

ეს ლინდა ლავლეისის შესახებ მომზადებულ პირველი კინოპროექტი არ არის, რომლის განხორციელებაც გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შეფერხდა. ერთ-ერთი ასეთი ფილმის გადაღებისას მთავარი როლის შემსრულებელი, ლინდსი ლოჰანი მოულოდნელად ციხეში ჩასვეს.  

1949 წელს დაბადებულმა ლინდა ლავლეისმა პორნოინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ჩაუყარა საფუძველი. ამ სფეროში ის ქმრის, ჩაკ ტრეინორის ხელშეწყობით ჩაერთო. პორნოინდუსტრიაში დასაქმებული ტრეინორი გამუდმებით ფინანსურ მარცხს განიცდიდა. ლავლეისმა, როგორც თავად აცხადებდა, გადაწყვიტა ქმარს დახმარებოდა და თავად დაიწყო პორნო-ფილმებში თამაში. ყველაზე დიდი წარმატება მას ფილმმა "ღრმა ყელი" მოუტანა. 

მოგვიანებით ლავლეისმა აღიარა, რომ პორნოფილმებში მონაწილეობას მას ქმარი აიძულებდა და დიდი ხნის განმავლობაში პორნოფილმების წინააღმდეგ იბრძოდა.

ლავლეისი 2002 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება