ეკა მამალაძე სასცენო მოღვაწეობის 30 წელს სოლო კონცერტით აღნიშნავს

ეკა მამალაძე სასცენო მოღვაწეობის 30 წელს სოლო კონცერტით აღნიშნავს

მომღერალი ეკა მამალაძე სასცენო მოღვაწეობის 30 წელს, დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტით "ხმა გულისა" აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკა მამალაძემ განუცხადა, დიდი რეპერტუარის მიუხედავად, მხოლოდ 20 საუკეთესო სიმღერას შეასრულებს.

სცენაზე ეკა მამალაძე დედასთან, ნანი ბრეგვაძესთან და შვილთან, ნატალია ქუთათელაძესთან ერთად იმღერებს. კონცერტი ცოცხალი აკომპანიმენტით შესრულდება. თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება