გორ ვერბინსკის სურათი "რანგო" ნომინაციაში - "საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი", პრემია "ენის" (Annie Award) მფლობელი გახდა.
"რანგო" კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ნახატი ვესტერნია, რომელიც კინოგაქირავებაში 2011 წლის თებერვალში გამოვიდა. მულტფილმის მთავარ გმირს, ქამელეონ რანგოს, ჯონი დეპი ახმოვანებს. ფილმის გახმოვანებაში მონაწილეობას იღებდნენ: აილა ფიშერი, ებიგეილ ბრესლინი, ბილ ნაიტი და ალფრედ მოლინა.
ვერბინსკის ფილმს ასევე ჯილდო - "საუკეთესო სცენარისთვის და მონტაჟისთვის" გადაეცა.
"რანგო" "საუკეთესო რეჟისურისთვის" "ენის" ჯილდოს პრეტენდენტი იყო, მაგრამ ამ ნომინაციაში ჯენიფერ იუს სურათმა "კუნგ-ფუ-პანდა-2" გაიმარჯვა.
პრემია "ენი" 1972 წლიდან არსებობს და ის ანიმაციაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცემათ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.