როგორი იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება?

როგორი იქნება ამერიკული სამხედრო დახმარება?

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობა თვისებრივად სხვა დონის გახდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: "ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სამხედრო თანამშრომლობა გადავიდეს ახალ, სხვა ეტაპზე და რეალურად დავკავდეთ მართლა საკუთარი თავის დაცვით".

ეს პრეზიდენტის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა იმისა, რომ აქამდე აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობა ძირითადად სწორედ ავღანეთში გასაგზავნი ქართული სამხედრო კონტინგენტის მომზადებით შემოიფარგლებოდა, არადა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას მეტი სჭირდებოდა. პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში ასეთი აქტიური მონაწილეობა რომ არ მიეღო, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ახალი, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი ვერ დაიწყებოდა.

ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებებს უნდა ვენდოთ, რადგან ამერიკული მხარე და თავად პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავს იკავებენ და არაფერს ამბობენ, ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაორმაგება მართლა გაზრდის თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას.

იხილეთ ვრცლად

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე