ამერიკამ ისრაელი დაარწმუნა, ამ ეტაპზე ირანზე დარტმის იდეისგან თავი შეიკავოს, - ამის შესახებ "ნიუ იორკ თაიმსს" ამერიკალმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
როგორც ანონიმმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომლის დროსაც შეძლო პრემიერის დარწმუნება, დაელოდოს ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც ამერიკამ და ევროკავშირმა ირანს დაუწესა. ასევე, დაელოდოს იმ დიპლომატიურ ნაბიჯებს, რომელთა შესახებ დასავლეთის ქვეყნებს შორის საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის გარდა, იერუსალიმს ამერიკელი მაღალჩინოსნებიც სტუმრობდნენ, ებრაული მხარის დასარწმუნებლად, რომ ირანზე დარტყმისგან თავი შეიკავონ.