სტინგი ბაბუა გახდა

სტინგი ბაბუა გახდა

ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, სტინგი ბაბუა პირველად გახდა. სტინგის ვაჟს, ჯო სამნერ სტინგს შვილი შეეძინა. ჯო სამნერი სტინგის უფროსი ვაჟია და იგი ყოფილი ცოლისგან, მსახიობ ფრენსის ტომელისგან ყავს. ჯო სამერს შვილი კეიტ ფინერტმა, ქორწინების ორი თვის თავზე გაუჩინა.

ჯო სამნერი მამის გზას გაჰყვა, ის მუსიკოსია, როკ-ჯგუფი " Fiction Plane"-ს წევრი. სამნერის  ქორწილი კალიფორნიის შტატის ქალაქ ბიგ სურში გაიმართა.

შეგახსენებთ, 60 წლის მუსიკოსს ორი ქორწინებიდან 6 შვილი ჰყავს, ჯო სამნერი, რომელიც 1976 წელს დაიბადა, მათ შორის უფროსია.

სტინგმა ადრე განაცხადა, რომ ძალიან სერიოზულად აღიქვამს მამობას, თუმცა კარგი მშობელი არ არის, რადგან დატვირთული გრაფიკის გამო, შვილებთან ურთიერთობას ხშირად ვერ ახერხებს.

"კარგი მამა არ ვარ. მე უფრო მოგზაური მუსიკოსი ვარ, ვიდრე მამა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასერიოზულად ვუყურებ შვილებს. როდესაც ჩემთან საუბარი უნდათ, ან მხარზე თავის დადება და ტირილი სჭირდებათ, მე ყოველთვის მათ გვერდით ვარ," - განაცხადა სტინგმა.

მომზადებულია newsme.com.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება