სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.

კანონის მოქმედი რედაქციით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 12 თვეა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის".

კანონპროექტის ავტორია თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი - დეპუტატი კახა სუხიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე