მზადება "ევროვიზიისთვის"

მზადება "ევროვიზიისთვის"

19 თებერვალს ცნობილი გახდება, ვინ წარადგენს საქართველოს "ევროვიზია 2012"-ზე. კონკურსი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირი ეთერით გადაიცემა. წელს "ევროვიზიას" უმასპინძლებს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, სადაც სპეციალურად ამ კონკურსისთვის აშენდა ბროლის დარბაზი, რომელიც 23 ათას ადამიანს იტევს. საქართველოდან "ევროვიზიაზე" გასამგზავრებლად 9 კონკურსანტი იბრძოლებს. კონკურსზე მოსახვედრად მეორედ ცდიან ძალებს ანრი ჯოხაძე და ბორის ბედია. მათ გარდა, კონკურსში მონაწილეობენ ჯგუფები - NOVEMBER, VANILLA CAGE,VANILLA CAGE, MIRROR ILLUSION, REMA და INDUSTRIAL CIT-ი. აგრეთვე, ლევან ჯიბლაძე და ედვარდ ტატიანი.

გვესაუბრება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საერთაშორისო კონკურსების კოორდინატორი ნათია უზნაძე:

- სულ 13 განაცხადი შემოვიდა, აქედან 9 კონკურსანტი "პირველი არხის" საპროდიუსერო კომიტეტმა შეარჩია. ამჟამად ვემზადებით მთავარი შიგაშესარჩევი ტურისთვის და მაისში გავემგზავრებით ბაქოში. საქართველოს წარმომადგენელი 24 მაისს იმღერებს "ვეროვიზიის" კონკურსზე. ფინალი კი 26 მაისს გაიმართება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება