ნინო ანანიაშვილი სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

ნინო ანანიაშვილი სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

ნინო ანანიაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 30 წლის იუბილე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ფალიაშვილის სახელობის საბალეტო დასიდან აცნობეს, მიდინარე წლის 11 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წვეულებათა დარბაზში ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტუმები გამოიფინება.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში 16 მარტს 3 ერთმოქმედებიანი სპექტაკლი გაიმართება. მათ შორის 1 სპექტაკლი საპრემიერო იქნება. 18 მარტს კი ნინო ანანიაშვილის საპატივსაცემოდ გალა-კონცერტი გაიმართება.

საბალეტო დასის მხატვრული ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი 1963 წლის 28 მარტს დაიბადა. ბალეტის შესწავლა 10 წლის ასაკიდან დაიწყო. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის შემდეგ სწავლა მოსკოვში, რაისა სტრუჩკოვასთან განაგრძო. მისი სცენური დებიუტი 1980 წელს შედგა სასკოლო დადგმაში, კოპელიას როლში. 1981 წელს ანანიაშვილი დიდ ბალეტში წავიდა და მოგვიანებით, პრიმა ბალერინა გახდა..

ნინო ანანიაშვილი ანდრის ლიეპასთან ერთად, პირველი საბჭოთა მოცეკვავე იყო, რომელსაც საშუალება მიეცა, 1988 წელს ნიუ-იორკის ბალეტში გამოსულიყვნენ. 1993 წელს იგი ამერიკის საბალეტო თეატრის მთავარი მოცეკვავე ხდება, ხოლო 1999 წლიდან იგი ჰიუსტონის ბალეტს შეუერთდა. 2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით, ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება