ამერიკელ სცენარისტთა გილდიამ (Writers Guild of America, WGA) გასული წლის ყველაზე ორიგინალურ სცენარად ვუდი ალენის "შუაღამე პარიზში" დაასახელა.
"შუაღამე პარიზში" ზღაპარია ლიტერატურულ კაფეზე და დროში მოგზაურობაზე. სურათმა შარშან კანის კონოფესტივალი გახსნა და ალენის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, ფილმმა 17 მლნ დოლარიანი ბიუჯეტით 148 მლნ დოლარი შემოსავალი მოიტანა.
ალენის ფილმი პრემია BAFTA-ს, "ოქროს გლობუსის" და აშშ-ის მსახიობთა გილდიის ნომინანტიც იყო, მაგრამ დღემდე ჯილდო არ მოუპოვებია.
ამერიკელ სცენარისტთა გილდიამ პრემია საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ალექსანდრ პეინის "შთამომავლებს" მიანიჭა. ფილმში მთავარ როლს ჯოჯ კლუნი ასრულებს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, კომაში მყოფ მოღალატე ცოლს როგორ მოექცეს და ჰავაიზე უშველებელი მიწის ფართი როგორ განკარგოს.
აღსანიშნავია, რომ როგორც ალენის, ასევე პეინის ფილმები ოსკარის ნომინანტები არიან.
საუკეთესო კომედიური სერიალის სცენარად "ამერიკული ოჯახი" (Modern Family) დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ახალ სერიალად - "უცხო თავისიანებში" (Homeland).
მომზაედბულია Variety-ის მიხედვით.