რუსული ესტრადის ვარკვლავ ალა პუგაჩოვას ახლო მეგობარი, ვლადიმერ ვინოკური აცხადებს, რომ წყვილი შვილის გასაჩენად ემზადება.
იუმორისტის თქმით, ამ ამბავს პუგაჩოვა და გალკინი ფართო საზოგადოებას ოფიციალურად მარტში შეატყობინებენ. ვინოკური ამბობს, რომ თუ წყვილს ვაჟი ეყოლება, პრემიერ-მინისტრ პუტინის პატივსაცემად ვლადიმერს დაარქმევენ.
პუგაჩოვას არაერთხელ უთქვამს, რომ სურს დედა მეორედ გახდეს, თუმცა ექიმებთან კონსულტაციების მიუხედავად, მეორე ქმართან - მომღერალ ფილიპ კირკოროვთან შვილი არ შეეძინა.
შარშან 62 წლის მომღერალმა განაცხადა, რომ "ყველაფერი ღვთის ნებაა" და 66 წლის უკრაინელი ქალის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა შეძლო. მედიკოსების თქმით, წყვილმა შესაძლოა, სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლოს.
მომზადებულია argumenti.ru-ს მიხედვით.