ცნობილი ფილმის - "კერკეტი კაკალის" მეხუთე ნაწილს ბრუს უილისის გარეშე გადაიღებენ. მეხუთე ნაწილში მაყურებელი ფილმის მთავარი გმირის, ჯონ მაკლეინის ვაჟს გაიცნობს.
მეხუთე სერიის სახელწოდება იქნება "კარგი დღე კერკეტი კაკალისთვის", სადაც ჯეკ მაკლეინის როლს ავსტრალიური ტელევიზიის ვარსკვლავი, ჯეი კორტნი შეასრულებს. კორტნი კინოსურათში "სპარტაკი. სისხლი და ქვიშა" ვარონის როლს ასრულებდა, ის ასევე ტომ კრუზთან ერთად თამაშობდა ფილმში "ერთი გასროლა".
"კერკეტი კაკალი 5" ლენ უაიზმანის სათავგადასავლო ბოევიკის "კერკეტი კაკალი 4"-ის გაგრძელებაა.
მეხუთე ნაწილის რეჟისორი ჯონ მურია, სცენარისტი - სკიპ ვუდსი.
ბრუს უილისის თქმით, შესაძლოა, "კერკეტი კაკალი 6"-იც გადაიღონ. მეხუთე ნაწილის გადაღებები აპრილში დაიწყება.
ამ ამერიკული ბოევიკის გადაღება რეჟისორმა ჯონ მაკტირნანმა როდერიკ ტორპის რომანის - "მარადიული არაფერია" მიხედვით 1988 წელს დაიწყო.
თავდაპირველად სცენარი "კომანდის" გაგრძელებად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, მოგვიანებით შვარცენეგერმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა და სცენარიც და ფილმის სახელწოდებაც შეიცვალა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo