კულტურის ცენტრ "მუზაში" გივი სიხარულიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

კულტურის ცენტრ "მუზაში" გივი სიხარულიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

28 თებერვალს, 18:00 საათზე, ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" მწერლის, კინომსახიობის, ქორეოგრაფის, ყოფილი სპორტსმენისა და კინო-რეჟისორის გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო მოეწყობა.

საღამოზე მწერალი რამდენიმე ახალი წიგნის - "არაბულა", "ის+მე", " იამური-წვიმის წვეთი" პრეზენტაციას გამართავს.

წიგნში "არაბულა" გივი სიხარულიძის მოთხრობები და ლექსებია შესული. წიგნი "ის+მე" და რომანი "იამური" მწერალმა ორ ენაზე გამოსცა, მკითხველს ნაწარმოების გაცნობა როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე შეეძლება.

გივი სიხარულიძე თოთხმეტი წიგნის ავტორია. მიღებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები და საერთაშორისო პრემიები. არის მწერალთა კავშირის წევრი. 1993 წლის ბერლინის კინოფესტივალის, "ვერცხლის დათვის" მფლობელი. ფილმებმა "ქუჩის დედოფალი" და "გათოშილი ბეღურები" , რომლის სცენარისტი და კინორეჟისორი თავად არის, ბათუმის მესამე და მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის პრიზები დაიმსახურა. არის საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. 2006 წელს დასახელდა წლის საუკეთესო ქართველ მსახიობ მამაკაცად.

გივი სიხარულიძეს 28 თებერვალს 68 წელი უსრულდება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება