ნინო ქათამაძე: "მინდა, რომ ყოველ დილით ჩემი შვილი მაღვიძებდეს"

ნინო ქათამაძე: "მინდა, რომ ყოველ დილით ჩემი შვილი მაღვიძებდეს"

მარტის შუა რიცხვებში ნინო ქათამაძე რუსეთის ქალაქ რიაზანში დიდი პრომო-ტურის ფარგლებში კონცერტს გამართავს. მომღერალი ჯგუფ INSIGHT-თან ერთად ახალ ალბომ GREEN-ს წარადგენს.

საინფორმაციო სააგენტო  РИА "7 новостей" ქათამაძესთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა:

- რომელ ისტორიულ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?

- ეპოქაში, როდესაც სიტყვებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცხოვრებდი ეპოქაში, როდესაც გენიალური კომპოზიტორები - ბახი და მოცარტი ცხოვრობდნენ, მოვუსმენდი მაილზ დევისს, დავესწრებოდი Woodstock-ის ფესტივალს, ურთიერთობა მექნებოდა ცვეტაევასთან და რილკესთან და, რა თქმა უნდა, ადამიანებთან, რომლებიც ამ ეპოქებს ქმნიდნენ.

- თქვენი საყვარელი ლიტერატურული, თეატრალური ან კინოპერსონაჟი?

- შერლოკ ჰოლმსი, რომელსაც ვასილი ლივანოვი ასახიერებს.

- ვინ არის ყველაზე სიმპათიური ჩვენს თანამედროვეებს შორის?

- ჩემი მუსიკოსები, ჩემი ბენდი, რომელიც 4 მამაკაცისგან შედგება. ისინი ჩემი ჯენტლმენები არიან, ჩემი ვაჟკაცები. მათ გვერდით ვაყენებ ნატალიასაც (ნატალია ლომონოსოვა - ჯგუფ ნინო ქათამაძისა & INSIGHT-ის დირექტორი).

- რა წიგნს წაიღებდით უკაცრიელ კუნძულზე?

- უკაცრიელ კუნძულზე არაფერს წავიღებდი. თუ ამ კუნძულზე არავის შევხვდებოდი, ლექსების წერას დავიწყებდი.

- რას აფასებთ ყველაზე მეტად მეგობრებში?

- ყველაზე მეტად მათში იუმორსა და სიცოცხლის სიყვარულს ვაფასებ. დანარჩენი გარემოებებზეა დამოკიდებული.

- რა სისუსტეს პატიობთ ადამიანს ყველაზე ადვილად?

- ადამიანს მხოლოდ პატიება მოეთხოვება, დანარჩენი თვისებები, რომლებსაც სიბრძნის წყალობით აგროვებს - კარგი "ოქროს ეგოიზმია".

- ვისთან ერთად ისურვებდით ლიფტში ხანგრძლივად გაჭედვას?

- რა თქმა უნდა, საყვარელ მეუღლესთან ერთად.

- რომელ სიტყვას ან გამოთქმას იყენებთ ყველაზე ხშირად?

- "თავი დამანებეთ", "მთელი დარბაზი ვმღერით", "სამი ოთხი, და...!", "მე თქვენ მიყვარხართ".

- ყველაზე უაზროდ ფული რაზე დაგიხარჯავთ?

- ფულს არ ვხარჯავ, 3 ლიტრიან ქილაში ვაგროვებ (ვხუმრობ). მე მხოლოდ ჩემს ფულს არ ვხარჯავ, ყველას ფულს ვხარჯავ, თქვენიც შემიძლია დავხარჯო.

- გიყვართ ფული?

- ეს რას ნიშნავს?

- თქვენი საყვარელი საქმიანობა?

- მთაში, ხის სახლში ყოფნა, "წვიმის ხმის" საუნდ-ტრეკთან ერთად.

- რა გღლით ყველაზე მეტად?

- საკუთარი თავი.

- თქვენი საყვარელი ქალისა და მამაკაცის სახელები?

- საყვარელი ადამიანების სახელები.

- თქვენი საყვარელი ქალაქები?

- თბილისი, მოსკოვი - მათი დათვალიერება მოვასწარი, ბათუმი - იმიტომ, რომ მშობლიურია. მომწონს ყველა ქალაქი, სადაც რამეს ვასწრებ, კონცერტის გარდა.

- თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

- ვაჟი. ნამდვილად ასეა.

- ნიჭი, რომლის ქონასაც ისურვებდით?

- ხატვა.

- რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის?

- მინდა, რომ ყოველ დილით ჩემი შვილი მაღვიძებდეს.

- რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?

- სასწაულები ხდება.

მომზადებულია РИА "7 новостей"-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება