ჯერემი აირონსი კვლავ შეუდარებელია

ჯერემი აირონსი კვლავ შეუდარებელია

მსახიობი ჯერემი აირონსი პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ მეუღლესთან, მსახიობ შინეიდ კუსაკთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში გადაიღეს.

ჯერემი მხნედ გამოიყურება და უცნაური ჩაცმის სტილს არ ღალატობს: ვარსკვლავს წითელი ჯინსი და შავი ქურთუკი ეცვა, საზოგადოების ყურადღება მისმა ჩექმებმაც მიიპყრო.

წყვილი 34 წელია დაქორწინებულია და შოუბიზნესის ყველაზე გრძელვადიან ქორწინებათა რეკორდიც მოხსნა. მათ 2 ვაჟი - სამუელი და მაქსიმილიანი ჰყავთ.

ჯერემი ამჟამად ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ვარსკვლავი მონაწილეობას BBC-ს სატელევიზიო ფილმ "ჰენრი IV"-ში მიიღებს.

"ჯერემისთან თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ეჭვიც არ გვეპარება, მონარქს ღირსეულად განასახიერებს. გაგვიმართლა, რომ მასთან ვმუშაობთ", - განაცხადეს პროდიუსერებმა.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება