შტატების უმეტესობაში პირველობას მიტ რომნი ინარჩუნებს

შტატების უმეტესობაში პირველობას მიტ რომნი ინარჩუნებს

აშშ-ში, "რესპუბლიკური პარტიიდან" ლიდერის გამოსავლენად პრაიმერი ერთდროულად 10 შტატში გაიმართა. BBC-ის ცნობით, ოკლაჰომასა და ტენესის შტატებში პირველობა ყოფილმა სენატორმა პენსილვანიის შტატიდან, რიკ სანტორუმმა მოიპოვა.

საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტი მიტ რომნი კი მასაჩუსეტსის, ოჰაიოს, ვირჯინიის, აიდაჰოსა და ვერმონტის შტატებში იმარჯვებს.

პრაიმერის კიდევ ერთმა მონაწილემ, ყოფილმა კონგრესმენმა, ნიუტ გინგრიჩმა ჯორჯიას შტატში გაიმარჯვა.

ოჰაიოს შტატში კი ლიდერობისთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ხმათა 40% მიტ რომნიმ მოიპოვა, 36% კი – მისმა კონკურენტმა, რიკ სანტორუმმა.

დღემდე, აშშ-ს სხვა შტატებში გამართულ პრაიმერში ლიდერობა მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ მოიპოვა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი "რესპუბლიკელების ეროვნული კონვენცია" შეიკრიბება და მოქმედი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მეტოქეს აირჩევს.

მიტ რომნი აშშ-ის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას უკვე მეორედ აცხადებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა