საიუბილეო კანის 65-ე კინოფესტივალს ამერიკული კომედიური კინოსურათი "სავსე მთვარის სამეფო" (Moonrise Kingdom) გახსნის. ფილმის რეჟისორი უეს ანდერსონია.
სურათში მოქმედება ინგლისში 1960 წელს მიმდინარეობს. სიუჟეტის მიხედვით, შეყვარებული წყვილი სკაუტების ბანაკიდან გარბის. მათ მოსაძებნად ადგილობრივი შერიფი (ბრიუს უილისი) გაემართება, რომელსაც სკაუტების გუნდის ექსცენტრიული ლიდერი (ედვარდ ნორტონი) ეხმარება.
ფილმში ასევე თამაშობენ ჰარვი კეიტელი, ბილ მიურეი და ტილდა სუინტონი.
ანდერსონის ფილმს კანის კინოფესტივალში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია "მატარებელი დარჯილინგზე. სასოწარკვეთილი მოგზაურები" და მულტფილმი "შეუდარებელი მისტერ ფოქსი".
კინოფესტივალის ჟიურის ცნობილი იტალიელი რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი ნანი მორეტი უხელმძღვანელებს.
კანის 65-ე ფესტივალის სრული პროგრამა 19 აპრილს გამოქვეყნდება. ფესტივალი 2012 წლის 16-27 მაისს გაგრძელდება.
მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.