რამდენიმე დღის წინ მსახიობები - კეტრინ ზეტა ჯონსი და მაიკლ დუგლასი ნიუ-იორკში თეატრ Apollo-ში ჯგუფ E Street- ის პერფორმანსზე მივიდნენ. საღამოს მსახიობი ტომ ჰენკსიც ესწრებოდა.
კეტრინი ლურჯი ფერის მაქმანიან კაბაში შეუდარებელი იყო. გამოჯანმრთელებული მაიკლი კი მხნედ გამოიყურება. ფოტოგრაფებისთვის წყვილი რამდენიმე წუთით შეჩერდა და იპოზიორა.
მას შემდეგ, რაც მაიკლმა ხორხის კიბო დაამარცხა, კინოში დაბრუნებას გეგმავს. წყვილი 2000 წელს დაქორწინდა. მათ 2 შვილი ჰყავთ.
მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.