რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმის "აგვისტო. რვა" ჩვენება უკრაინის კულტურის სამინისტრომ აკრძალა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამგვარი გადაწყვეტილება სამინისტრომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თავისუფლებისა" და ქართული დიასპორის მიმართვის შემდეგ მიიღო.
მიმართვის ავტორების აზრით, ფილმი ერთა შორის მტრობას აღვივებს და მისი რეჟისორის, ჯანიკ ფაიზიევის ერთადერთი მიზანი, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამართლებაა.
რუსულ კინოინდუსტრიაში ფილმი "აგვისტო. რვა" მიმდინარე წელს გამოვიდა. ფილმის ჩვენება აზერბაიჯანშიც ჩაშალეს.