ჟურნალ Billboard-ის რეიტინგში მომღერალი ტეილორ სვიფტი წლიური შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილზეა. ვარსკვლავი წელიწადში 35 მლნ ევროს შოულობს.
სულ, კარიერის განმავლობაში, ქანთრის სტილის მომღერალმა მხოლოდ აშშ-ში 88 მლნ დოლარი დააგროვა. ხოლო მისი ტურისგან, რომელიც ახლაც გრძელდება, 30-მლნ დოლარამდე მოგებას ელოდებიან.
ვარსკვლავმა 1.8 მლნ ალბომის და 7.8 მლნ სიმღერის გაყიდვა შეძლო.
ჯგუფმა U2-მ, რომლის მსოფლიო ტურნე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად დასახელდა, 32 მლნ დოლარის მოგება ნახა.
მესამე ადგილი ისევ ქანთრის მომღერალმა, კენი ჩესნეიმ დაიკავა. მან სულ 29 მლნ დოლარი შეაგროვა.
გასული წლის ლიდერი, ლედი გაგა ამჯერად მეოთხე ადგილს დასჯერდა. ვარსკვლავის წლიურმა შემოსავალმა 25 მლნ დოლარს მიაღწია. მას 2 მლნ დოლარით ჩამორჩება ლილ უეინი.
ბონ ჯოვიმ და სელენ დიონმა, რომლებიც ამ სიაში 10 წელია ლიდერობენ, პირველობა დაკარგეს.
ადელმა, რომელიც "გრემის" დაჯილდოების შემდეგ შოუბიზნესის ყურადღების ცენტრში მოექცა, მხოლოდ 13 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო.
მოულოდნელად დაბალი აღმოჩნდა კეტი პერის (11 მლნ), ბრიტნი სპირსისა (10) და რიანას (7) შემოსავლებიც.
მომზადებულია Billboard-ის მიხედვით.