”ხუჭუჭა სიუ” გაიზარდა, გათხოვდა და ბავშვს ელოდება

”ხუჭუჭა სიუ” გაიზარდა, გათხოვდა და ბავშვს ელოდება

ალისან პორტერმა პოპულარობა 1991 წელს ფილმ "ხუჭუჭა სიუში" მთავარი როლის განსახიერებით მოიპოვა. მაშინ წითური საყვარელი გოგონა მხოლოდ 9 წლის იყო.

ახლა 30 წლის ალისანი ზრდასრული ქალია. ის გათხოვდა და ორსულადაა. სიუმ სამსახიობო კარიერას თავი დაანება. ახლა მას საზოგადოება მისი დაწერილი და შესრულებული სიმღერებით იცნობს. 

ალისანმა თავისი ქორწილის ფოტო მიკრობლოგ "ტვიტერზე" გასულ კვირას განათავსა. ფოტოზე რთული ამოსაცნობია კუდრაჭა კინოგმირი. ცნობილი კულულები ფილმის გამოსვლიდან მალევე გაუსწორდა.

ალისანმა ქორწილი ვიწრო წრეში, 100 სტუმრის გარემოცვაში აღნიშნა. მისი რჩეული 33 წლის ბრაიან აუთენრიეტია.

"ჩვენ 13 წელია ვმეგობრობთ და დაუჯერებელი შეგრძნებაა, რომ შენს საუკეთესო მეგობარს მიჰყვები ცოლად", - განუცხადა ვარსკვლავმა ინტერნეტ გამოცემა People.com-ს.

ალისანმა თაყვანისმცემლებს სასიხარულო ამბავიც ამცნო. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც მსახიობმა და მომღერალმა "ტვიტერზე" განათავსა, მას საქორწინო კაბაში კარგად ეტყობა მუცელი. "სიუ" თავის პირველ შვილს ივლისში ელოდება.

"ხუჭუჭა სიუს" შემდეგ, ალისან პორტერი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და თეატრალურ კარიერას მიჰყო ხელი.. თუმცა მალე ძალები მუსიკალურ შოუ-ბიზნესში მოსინჯა. ახლა ალისანი მეუღლესთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება