დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ტელეარხ CBS-ს ინტერვიუ მისცა. მან სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა და აღიარა, რომ იგი და მისი ძმა უილიამი ხშირად ოცნებობენ, უბრალო ადამიანები იყვნენ.
პრინცის ცხოვრებაში ერთადერთი ხანგრძლივი რომანი მის მეგობარ გოგოსთან, ჩელსი დეივისთან ხუთწლიანი ურთიერთობაა, რომელიც 2009 წელს დასრულდა.
"შემომხედეთ, უკვე 27 წლის ვარ. მალე მეუღლედ იმას კი არ შევარჩევ, ვინც მომეწონება, არამედ იმას, ვინც საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას აიღებს", - ამბობს ჰარი.
პრინცი ახლახან, ლათინოამერიკული 10 დღიანი ტურნედან დაბრუნდა, სადაც ინგლისის დედოფალს ელიზაბეტ II წარმოადგენდა და დედოფლის ტახტზე ასვლის იუბილესთან დაკავშირებული დღესასწაული გახსნა. მოგზაურობის დროს ჰარი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის - Sentebale ფულსაც აგროვებდა. ორგანიზაცია 2006 წელს შექმნა და ის აფრიკელ ბავშვებს ეხმარება.
"დედა ადრეულ ასაკში დავკარგე. Sentebale ნიშნავს "არ დაივიწყო", - ასე რომ, არ დავივიწყოთ ბავშვები და დედები," - განაცხადა ჰარიმ. მან აღიარა, რომ გარდაცვლილი პრინცესა დაიანა მას დღემდე აღაფრთოვანებს. ჰარიმ აღნიშნა, რომ მშობლებმა ადრეულ ასაკშივე ასწავლეს, რომ უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.
მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.