ტონგას მეფე ჯორჯ ტუპოუ V გარდაიცვალა

ტონგას მეფე ჯორჯ ტუპოუ V გარდაიცვალა

ტონგას მეფე ჯორჯ ტუპოუ V (George Tupou V) 63 წლის ასაკში ჰონკონგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯორჯ ტუპოუ V ტახტზე 2006 წლის სექტემბერში, მამის ტაუფააჰაუ ტუპოუ IV (Taufa'ahau Tupou IV) გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ჯორჯ ტუპოუ მეხუთის მემკვიდრე მისი უმცროსი ძმა ტუპოუტა ლავაკაა (Tupouto'a Lavaka). ახალზელანდიური მასმედიის ინფორმაციით, ჰონკონგის საავადმყოფოში ტახტის მემკვიდრე მონარქის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა. 

მეფის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზები არ გაცხადებულა. მაგრამ ადგილობრივი მედია ადრე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჯორჯ ტუპოუს 2011 წელს ღვიძლი გადაუნერგეს, ამასთან, მონარქს ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს.

ტონგას სამეფო, პოლინეზიაში წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოა, სადაც დაახლოებით 119 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 1875 წლიდან ტონგაში ფორმალურად კონსტიტუციური მონარქია ითვლებოდა, თუმცა ფაქტობრივად მას მეფეები თვითნებურად მართავდნენ. 2010 წელს კუნძულოვან სამეფოში პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლითაც თავის დროზე პრემიერ-მინისტრი აირჩიეს.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა