რამდენიმე კვირის წინ სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" ეთერში განსხვავებული ფორმატით, ახალი სახელწოდებითა და ახალი სახეებით დაბრუნდა. სხვა მსახიობებთან ერთად, სერიალში აღარ ჩანს მთავარი როლის შემსრულებელი თინა მახარაძე. როგორც აღმოჩნდა, თინა ამერიკაში ფილმზე სამუშაოდ მიუწვევიათ და სულ მალე ნიუ-იორკში გამგზავრებას გეგმავს. აქვე მისი პირადი ცხოვრებიდანაც შეიტყობთ ამბებს. თინა შეყვარებულია და მისი რჩეული გიორგი სამხარაძე გახლავთ, რომელიც პროექტ "ამტანის" მონაწილე იყო. წყვილი თავს ერთად ისედაც კარგად გრძნობს, ამიტომაც მათთვის დაქორწინების თემა ამ ეტაპზე დახურულია.
- თინა, როგორ ხარ? რას საქმიანობ? როგორ ცხოვრობ?
- ვფიქრობ, საინტერესოდ ვცხოვრობ. ვაკეთებ უამრავ ახალ რამეს, ვსწავლობ ესპანურს და მალე გადავალ პორტუგალიურზეც. ვხატავ, ვწერ, ბოლო პერიოდში იოგითაც დავინტერესდი. ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი იმ საბუთების დროულად გაკეთებაა, რომელიც ჩემი საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნიუ-იორკში ვაპირებ გამგზავრებას.
- ნიუ-იორკში სასწავლებლად მიდიხარ, თუ საქმისთვის?
- უპირველესად საქმისთვის, თუმცა სწავლა ალბათ შემდეგი ეტაპი იქნება. დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე, უბრალოდ გეტყვით, რომ როგორც მსახიობს, ამერიკიდან მაქვს საქმიანი მიწვევა.
- ანუ შეიძლება, ჰოლივუდურ ფილმში გიხილოთ?
- ჩემი პირველი ვიზიტის შედეგად, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება, არა, მაგრამ ეს ყველაფერი იმის წინაპირობაა, რომ მომავალში ვითანამშრომლო ცნობილ აგენტებთან და ჰოლივუდშიც ვიმუშაო. პირველი პროექტი არ იქნება ჰოლივუდის ნაწარმი, ეს იქნება ფილმი, რომელიც გაკეთდება ნიუ-იორკში.
- ცნობილ მსახიობებთან ერთად მოგიწევს ამ ფილმზე მუშაობა?
- ზუსტად ვერ დაგიკონკრეტებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ პროექტზე იმუშავებენ ძალიან მაგარი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ არა მარტო კინოში, არამედ მუსიკასა და ფოტოგრაფიაში. მრავალპროფილიანი საქმე გახლავთ, თუმცა მე კვლავ მსახიობის ამპლუაში ვიქნები. ეს პროექტი არ არის გათვლილი მხოლოდ კინოზე, ის მოიცავს საავტორო შორთფილმებს, მუსიკას, ფოტოგრაფიას და კიდევ ბევრ პატარ-პატარა დეტალს.
- პროექტში როგორ ჩაერთე? ვინმეს რჩევით თუ საკუთარი ინიციატივით?
- პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ზაფხულში ბათუმში იყო ჩამოსული, იქ გავიცანით ერთმანეთი, ჩემით აღფრთოვანდნენ და სექტემბერში მათგან მივიღე მიწვევა, რასაც მოჰყვა მოლაპარაკებები ჩემსა და კომპანიის ადვოკატებს შორის. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ჩასვლის საკითხს ნიუ-იორკში ერთ-ერთი უძლიერესი საადვოკატო კომპანია აგვარებს. ჯერ არ მინდა ამ თემაზე მეტი ვილაპარაკო.
- ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გახდა იმის მიზეზი, რომ აღარ ხარ სერიალში "გოგონა გარეუბნიდან"?
- არა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კონფლიქტითა და დაპირისპირებით არ წამოვსულვარ. უბრალოდ, სერიალმა შეიცვალა ფორმატი, მე გამომიჩნდა სხვა საქმე და მხოლოდ ესაა იმის მიზეზი, რომ აღარ ვმონაწილეობ სერიალში. ჩემი და ასევე დანარჩენი მსახიობების წამოსვლა მხოლოდ ცვლილებით იყო განპირობებული და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სამი წელი ვიყავი სერიალში, არ გამოვრიცხავ, ისევ დავბრუნდე, თუმცა ახლა სულ სხვა საქმით ვარ დაკავებული.
- ვისი ინიციატივა იყო სერიალიდან წამოსვლა, შენი თუ შემოქმედებითი ჯგუფის?
- არ ვიცი, სხვა მსახიობების შემთხვევაში როგორ იყო, მაგრამ პირადად მე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წამოვედი. მეხუთე სეზონის დასასრულს ჩატარდა კრება, სადაც გვამცნეს, რომ სერიალი ახალი სეზონიდან განსხვავებული ფორმატით დაბრუნდებოდა ეთერში და მსახიობების გარკვეული ჯგუფი დარჩებოდა, დანარჩენები კი თავისუფალი იქნებოდნენ. ახლაც ზუსტად არავინ იცის, შეიძლება, ერთ დღეს ისევ მთელი შემადგენლობით დაბრუნდეს სერიალი ეთერში. სანამ მეხუთე სეზონი დამთავრდებოდა, მე ვესაუბრე პროდიუსერს სერიალში ჩემი ყოფნა-არყოფნის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ კონფლიქტით არ დავშორებულვართ ერთმანეთს, უბრალოდ, ამ ეტაპზე ჩემთვისაც და სერიალისთვისაც ჯობდა, მე აღარ მემუშავა, ამჟამად თინა მახარაძის ადგილი სერიალში არ არის, დროებით თუ მუდმივად, ეს ჯერ არავინ იცის (იღიმება).
- სერიალის განახლებულ ვარიანტში არიან ძველი მსახიობებიც. შენ არ გწყდება გული, რომ მათ შორის აღარ ხარ?
- წინა ჯგუფიდან მხოლოდ ოთხი მსახიობია ახალ სეზონში: რუსკა მაყაშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ქეთა ლორთქიფანიძე და ზურა ცინცქილაძე. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან მიყვარს და ბევრთან დღემდე ვმეგობრობ, გული არ მწყდება. საერთოდ, არ ვიცი, რას ნიშნავს გულის დაწყვეტა. რაც მთავარია, არ ვარ უსაქმოდ, ვვითარდები და არ ვტკეპნი ერთ ადგილს.
- კი მაგრამ, შეუძლებელია, გულგრილი იყო იმ სერიალის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ხალხმა გაგიცნო...
- ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ სერიალმა. თეატრალურში რომ ჩავაბარე, მაშინვე ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა, თუმცა მანამდეც ვთამაშობდი სპექტაკლებში. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ერთ-ერთი მობილური კომპანიის ახალგაზრდული კლუბის სახე გავხდი, მიმყავდა მუსიკალური გადაცემა და მაღალი ანაზღაურებაც მქონდა. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ არასდროს მქონია პერიოდი, რომ ჩემი პროფესიით არ მემუშავა. 19 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში მეორედ მივედი კასტინგზე და იქაც მთავარ როლზე დამამტკიცეს, ვგულისხმობ სერიალს "გოგონა გარეუბნიდან". როდესაც ამ ასაკში გამტკიცებენ ყველაზე მაგარი სტუდიის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად და კომერციულ პროექტში, რასაკვირველია, ეს დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია, სამი წელი აკეთო საქმე, ჩადო მასში მთელი ენერგია და ის საქმე არ გიყვარდეს. ჩემთვის "გოგონა გარეუბნიდან" ბევრს ნიშნავს, მაგრამ როცა წლების განმავლობაში აკეთებ ერთსა და იმავე საქმეს, იმის სურვილიც გიჩნდება, ახალი რაღაც გააკეთო. არ ვამბობ იმას, რომ ერთი მეორეს გამორიცხავს, რა თქმა უნდა, შეიძლება, აკეთო ძველი საქმე და წამოიწყო ახალიც, მაგრამ ამჟამად მაქვს პერიოდი, როცა ვაკეთებ ახალს და ძველს დავუბრუნდები თუ არა, ჯერ არ ვიცი.
- ამჟამად თუ უყურებ სერიალს, შეგიძლია შეაფასო?
- როცა სერიალში ვთამაშობდი, მაშინაც ვერ ვასწრებდი ყურებას, რადგან ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა თავისუფალი დრო აღარც კი მრჩება, ვერ ვუყურებ, თუმცა ერთი-ორჯერ თვალი კი მოვკარი და მომეწონა. ფაქტობრივად, სერიალში მხოლოდ სიუჟეტი და მსახიობები შეიცვალა.
- ნიუ-იორკში გამგზავრებას მივუბრუნდეთ... როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება საქართველოდან შორს ყოფნა? როდესაც ამერიკაში ფილმზე დაიწყებ მუშაობას, ალბათ კარგა ხანი ვერ შეძლებ აქ ჩამოსვლას...
- არა, რას ამბობ, რა გამიჭირდება, ერთი სული მაქვს როდის წავალ. იშვიათად, რომ რამე გამიჭირდეს, ერთადერთხელ გამიჭირდა სერიალში ნაბახუსევი თამუნას განსახიერება. ისიც იმიტომ, რომ იმ დროისთვის "პახმელიის" ფენომენი საერთოდ არ ვიცოდი რა იყო და გამოცდილიც არ მქონდა, მეტი არასდროს არაფერი გამჭირვებია. კიდევ მიჭირდა ბანკომატიდან ხელფასის გამოტანა, იმდენად არატექნიკური ტიპი ვარ, როდესაც რაღაც არ მაინტერესებს, გულს ვერ ვუდებ, თუ რაიმეთი დავინტერესდი, იქ გაჭირვება არ არსებობს.
- ზემოთ მითხარი, ესპანურს ვსწავლობ და მალე გადავალ პორტუგალიურზეო, ამას საქმის გამო აკეთებ, თუ გინდა, ეს ენები იცოდე?
- ამ ეტაპზე ეს საქმეს არ სჭირდება, მაგრამ მომავალში აუცილებლად გამომადგება. სწორედ ამ ზაფხულს ვესაუბრე ერთ-ერთ ამერიკელ ცნობილ პროდიუსერს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მან მითხრა, აუცილებლად ისწავლე ფრანგული, იტალიური და ესპანური, ისეთი გარეგნობა გაქვს, ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ეს ენები აუცილებლად დაგჭირდება საქმისთვისო.
- პირად ცხოვრებაზე გადავიდეთ. რამდენადაც ვიცით, შეყვარებული ხარ და შენი რჩეული გიორგი სამხარაძეა... მეტი გვითხარი თქვენს ურთიერთობაზე...
- რა გითხრათ? გვიყვარს ერთმანეთი (იღიმება). გიორგი ყველაზე საინტერესო ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ, არ აქვს ერთი პროფესია, ბევრ საქმეშია ჩართული და ყველაფერი ერთნაირი წარმატებით გამოსდის... აკეთებს უამრავ კარგ საქმეს და აქვს ყველაზე მაგარი კაფეები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემაში მის კაფეზე მასალა გამოქვეყნდა. გიორგის დაჭერილი აქვს ისეთი ნიშა, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი თავის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ ეს ადგილი მარტო შენთვის და შენი განწყობისთვისაა შექმნილი.
- ანუ ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვლილი?
- ნებისმიერისთვის არა. ვინც ბრიტნი სპირსს უსმენს, ალბათ მოერიდება იქ ჩასვლას, რადგან ვერ შეეთავსება არსებულ სიტუაციას. შეიძლება, ცოტა თავხედურად ჟღერს, მაგრამ ეს არის ადგილი გემოვნებიანი ადამიანებისთვის. ყველა, ვინც მოდის ამ კაფეში, დაწყებული პრეზიდენტით და ქალაქის მერითა და ტურისტებით დამთავრებული, ყველა აღფრთოვანებული რჩება.
- ესე იგი პრეზიდენტიც გსტუმრობთ? გვიამბე მისი ვიზიტების შესახებ...
- სამწუხაროდ, ამის უფლება არ მაქვს.
- მაშინ ის გვითხარი, გეგმავთ თუ არა შენ და გიორგი ერთად ცხოვრებას? თუ უკვე ცხოვრობთ ერთად?
- არ მოგვწონს დაქორწინების პერსპექტივა, ისედაც სულ ერთად ვართ და რა საჭიროა ეს ოფიციალური მხარე? ჯერჯერობით ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და ოჯახი არ მინდა, ამიტომ მსგავსი რამ იდეაშიც არ გვაქვს. ამ ეტაპზე ორივე ქორწილისა და ოჯახის წინააღმდეგი ვართ. ჩემი აზრით, ყველაფერი მაგრად იქნებოდა დედამიწაზე, ადამიანები ოჯახის შექმნაზე 35 წლიდან რომ ფიქრობდნენ. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები კონფლიქტი და უხერხულობა იქნებოდა. საერთოდ, რაც უფრო ნაკლებად დაიმძიმებთ თავს ზედმეტი ფორმალობებით, მით უკეთესია.
- ანუ თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ხარ?
- რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა ჩამორჩენილი მენტალიტეტის შედეგი და, როგორც ბაბუაჩემი ამბობს ხოლმე, დეგენერატიზმია.
- ამ საუბრიდან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, ბანალური შეკითხვა დაგისვა, როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ოცი წლის შემდეგ?
- ზუსტად ვიცი, რომ არ ვიქნები საქართველოში, საქმეს გავაკეთებ საზღვრებს გარეთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ აქაურობა არ მიყვარს, პირიქით, ძალიან რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი თავი და დარწმუნებული რომ ვარ ჩემს შესაძლებლობებში, იმიტომ ვაპირებ ჩემი საქმის საზღვრებს გარეთ გაკეთებას. საქართველოში ბევრი რამ შეიცვლა, ბევრი კარგი ხდება, მაგრამ ჩემს პროფესიაში მაქსიმუმის გაკეთება მინდა და ჩვენს ქვეყანაში ამ მაქსიმუმის გაკეთება კარგა ხანს არ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ვიცი, რომ მარტო მსახიობად არ დავრჩები, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ვნება ყოველთვის ამ საქმესთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მაქვს უნარი ბევრ სხვა სფეროში მოვსინჯო ძალები. ეს შეიძლება იყოს რეჟისურა, მწერლობა ან რაიმე სხვა. ახლაც ვწერ, ოღონდ ჩემთვის. შეიძლება მოვიდეს დრო და ვწერო ფართო მასებისთვის. წერა ჩემთვის იმდენად ინტიმური და სათუთია, რომ არ ვკადრებ საჯაროდ, კომერციისთვის გამოტანას, თუ არ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ხალხისთვის იქნება კარგი.
- და რა ტიპისაა შენი ჩანაწერები? რას წერ?
- ამის თქმა სულ მიჭირს, ალბათ ეს უფრო პროზაა, თუმცა მაინც მიჭირს ჟანრის შერჩევა.
- და ვის უზიარებ შენს ინტიმს? ვის აკითხებ შენს ნაწერებს?
- რასაკვირველია, გიორგის, ჩემს მეგობარ მაკა ჩიჩუას და ზოგჯერ ბებიასა და ბაბუას.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)