რუსებმა "რკინის ლედის" ტექსტი დაამახინჯეს

რუსებმა "რკინის ლედის" ტექსტი დაამახინჯეს

ფილმი "რკინის ლედი", რომელშიც მარგარეტ ტეტჩერის როლს მერილ სტრიპი ასრულებს, ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მისი მეკობრული ვერსია რუსეთში გავრცელდა, თუმცა რუსებმა ფილმის დიალოგებს სულ სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს.

თარგმანი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არ შეესაბამებოდა სცენარს. მაგალითად, ფილმში არის სცენა, სადაც მარგარეტ ტეტჩერი საკუთარი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოდის და საზოგადოებას უხსნის, თუ რა იქნება მისი პრიორიტეტი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში. რუსებმა ეს მონოლოგი ასე გადმოთარგმნეს - "მუშათა კლასის განადგურება, საზოგადოების ნაძირალა ნაწილის აღმოფხვარა".

ფილმის რუსულ თარგმანში ტეტჩერი ცივსისხლიან, ჰიტლერირს იდეოლოგიის თაყვანისმცემელ პოლიტიკოსად არის გამოყვანილი.

ფილმის ორიგინალში არის სცენა, სადაც ორი კონსერვატორი მრჩეველი ტეტჩერს იმიჯის შერბილებას ურჩევენ. რუსულ ვერსიაში კი ეს რჩევა ასე ჟღერს - "მუშათა კლასის წარმომადგენელი ამას ნახავს და მერე თქვენზე იტყვიან, რომ შეუბრალებელი და უგულო ძუკნა ხართ".

აღსანიშნავია, რომ რუსულ გამოცემა "კომერსანტში" ”რკინის ლედის” რუსულ ვერსიას საკმაოდ პოზიტიური რეცენზიაც მიუძღვნეს.

მომზადებულია guardian.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება