სირიის მთავრობა კოფი ანანის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ამის შესახებ სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენლის, კოფი ანანის პრესმდივანმა, აჰმად ფაუზიმ განაცხადა.
მისი თქმით, სირიის მთავრობამ კოფი ანანს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას სამშვიდობო გეგმაზე დათანხმების შესახებ ატყობინებს.
ანანის გეგმა ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ალყაშემორტმულ ადგილებზე ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას და მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ითვალისწინებს. ანანის წინადადებას მხარს უჭერენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც მანამდე სირიის შესახებ გაერო-ს უშიშრეობის საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადეს.