მსახიობი სელმა ჰაიეკი ჰოლივუდის ყველაზე სასურველი ქალების ნუსხაშია, მაგრამ ვარსკვლავმა საზოგადოება გააოცა, როდესაც ჟურნალ Lucky-ს განუცხადა, რომ ვიდრე პოპულარული გახდებოდა, ჭარბი წონითა და გამონაყარით იტანჯებოდა. მსახიობი ცუდი გარეგნობის გამო დეპრესიაში იყო.
"საშინელი გამონაყარი მქონდა. წარმოიდგინეთ, სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა. დეპრესიაში ჩავვარდი, რის გამოც ბევრს ვჭამდი. შედეგად წონაში მოვიმატე. საშინლად გავსუქდი და მთელი დღე სახლში ვიყავი. მას შემდეგ ჩემი კანი მგრძნობიარე და მშრალია", - განაცხადა მსახიობმა.
მსახიობმა ისიც განაცხადა, რომ არ აქვს სურვილი, ახალგაზრდობის წლები და გარეგნობა დაიბრუნოს. "ბოტოქსი მაცდუნებელია, მაგრამ წინააღმდეგი ვარ", - განაცხადა სელმა ჰაიეკმა.
მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.