რუსეთი და ინდოეთი სამხედრო თანამშომლობას აფართოებენ

რუსეთი და ინდოეთი სამხედრო თანამშომლობას აფართოებენ

სამხედრო სფეროში მოსკოვისა და დელის თანამშრომლობა უკვე ათწლეულებია გრძელდება. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სსრკ ინდოეთისთვის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანა იყო. ეს თანამშრომლობა დღესაც გრძელდება და წინა წლებთან შედარებით გაცილებით დიდი მასშტაბებით გამოირჩევა.

სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტურის მონაცემებით, რომელიც მშვიდობის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული, 2007-დან 2011 წლამდე პერიოდში ინდოეთი მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად ხუთჯერ აღიარეს. მოყვანილი ციფრების მიხედვით, ინდოეთზე მსოფლიო შეიარაღების შესყიდვის 10 პროცენტი მოდის. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აზიის ამ სახელმწიფომ, საერთო ჯამში 12,65 მლრდ დოლარის იარაღი შეიძინა. აქედან 10,6 მლრდ დოლარი სწორედ რუსეთისგან შეძენილ შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკაზე მოდის.

ინდოეთისთვის მიწოდებულ ყველაზე მსხივლ შეკვეთებს შორისაა 120 ერთეული Су-30МКИ-ის ტიპის მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი, МиГ-29К/КУБ-ს ტიპის 16 ერთეული საგემბანო გამანადგურებელი, ავიამზიდი Vikramaditya (ყოფილი საბჭოთა "ადმირალი გორშკოვი"), ასევე დიდ ბრიტანეთში შეძენილი Jaguar-ის ტიპის 20 გამანადგურებელ-ბომბდამშენი.

სულ ახლახან ცნობილი გახრა, რომ რუსული იარაღის კონცერნი "იჟმაში" ინდოეთისთვის კალაშნიკოვის ტიპის ავტომატების ლიცენზირებული წარმოების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება "როსობორონექსპორტის" გენერალური დირექტორის მოადგილემ გააკეთა.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მოსკოვი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავტომატის ლიცენზიას ყიდის. АК უკვე ათწლეულებია მსოფლიოში ყველაზე მასიური იარაღია. გამოშვებული ავტომატების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ ციფრმა 100 000 000-ს მიაღწია. ის დღესაც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაშია.

2006 წელს, ვენესუელამ რუსეთისგან 40 მლნ-ის ღირებულების АК-103-ები შეიძინა და მოსკოვს მათი მწარმოებელი ორი ქარხნის მშენელობაზე მოელაპარაკა. გარდა ამისა, რუსი სპეციალისტების ხელშეწყობით, ვენესუელაში კიდევ ერთი ქარხანა აშენდება, რომელიც ამ იარღისთვის ვაზნებს გამოუშვებს.

ამჟამად ინდოეთის არმიის შეიარაღებაში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიწოდებულ АКМ-ის ტიპის ავტომატებს იყენებენ. მათი დიდი ნაწილი უკვე მოძველდა და შეცვლას საჭიროებს. ამასთან, ინდოეთის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო ტექნიკის ლიცენზირებული წარმოება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

ჯერ კიდევ 2001 წელს, როდესაც რუსულ არმიაში Т-90-ის ტიპის ტანკი სანატრელი იყო, მოსკოვმა მათი წარმოების ლიცენზია ინდოეთს მიყიდა. რუსი სპეციალისტების დახმარებით, ინდურ ქალაქ ავადიში ქარხანა აშენდა, მაგრამ გარკვეული ტექნიკური პრობლემებისა გამო, პირველი ტანკი მხოლოდ 2009 წელს გამოუშვეს. მანამდე კი 2002 წელს დელიმ მოსკოვისგან 310 ერთეული Т-90С შეიძინა.

2008-2011 წლებში ინდოეთმა ამავე ტიპის ტანკების დამატებითი პარტია შეიძინა - 347 ერთეული. მათგან 124 დამკვეთს უკვე აწყობილ მდგომარეობაში გადაეცა. დარჩენილი რაოდენობა კი დაშლილი კომპლექტების სახით იყო წარმოდგენილი. ისინი უკვე ინდოეთის ტერიტორიაზე აიწყო.

დღეს ინდოეთის ჯავშანსატანკო ნაწილების ძირითად შემადგენელ ნაწილს სწორედ საბჭოური ტანკები წარმოადგენს. არსებული მონაცემებით, ინდოეთის შეიარაღებაში დაახლოებით 650-მდე Т-90С-ის ტიპის ტანკია. გარდა ამისა, დაახლოებით 2000-მდე Т-72М1, 800 ერთეულამდე მოძველებული Т-54/Т-55 და 120 ცალამდე სამამულო წარმეობის Arjun-ი.

ტანკების გარდა ინდოეთი რუსეთისგან შეძენილი Су-30МКИ-ის ტიპის თვითმფრინავებსაც აწყობს. შარშან დელიმ 16 ასეთი თვითმფრინავი შეიძინა (ექვსი მზა და ათი დაშლილი კომპლექტის სახით). წელს დამატებითად კიდევ 42 ასეთი თვითმფრინავის მიწოდება იგეგმება.

ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში საბჭოური ტექნიკა დომინანტია, მაგრამ სწორედ ინდურ ბაზართან არის დაკავშირებული რუსეთის მთავარი წარუმატებლობები. 2011 წელს, 126 გამანადგურებლის მიწოდებაზე გამოცხადებულ ტენდერში რუსული МиГ-35 დამარცხდა - ფინალისტი ფრანგული Rafale გახდა. იმავე 2011-ში კი Ми-28Н Ночной охотник-მა ამერიკულ AH-64D-ს ფინალში ადგილი "დაუთმო" - ტენდერი 22 დამრტყმელი შვეულმფრენის მიწოდებას ითვალისწინებდა.

ნუკრი მგელაძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე