კარლ ლაგერფილდი ადელს პატიებას თხოვს

კარლ ლაგერფილდი ადელს პატიებას თხოვს

დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა ადელს ბოდიში უცნაური ხერხით მოუხადა. მან მომღერალს "შანელის" საუკეთესო ჩანთები აჩუქა.

ცნობილი გერმანელი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი ბრიტანელ მომღერალ ადელს პატიებას თხოვს. ცოტა ხნის წინ დიზაინერმა ერთ-ერთ ინეტრვიუში 6 გრემის მფლობელ მომრერალს "მსუქანი" უწოდა. პოპ-ვარსკლავი ამ შეფასებამ გაანაწყენა და პასუხად განაცხადა, რომ ამაყობს თავისი წონით, ვინაიდან ის ქალების 90%-ს წარმოადგენს.

ამ შემთხვევის შემდეგ, "შანელის" მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ადელის გულის მოლბობა ბოდიშის მოხდით სცადა. თუმცა ეს 23 წლის მომღერლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიზაინერს შეატყობინეს, რომ ადელს ძალიან უყვარს ჩანთები და ამ აქსესუარის დიდი კოლექცია აქვს. ლაგერფილდის განკარგულებით, მომღერალს საჩუქრად "შანელის" რამდენიმე საუკეთესო ჩანთა გაუგზავნეს.

"მას დიდი იმედი აქვს, რომ ადელი აპატიებს და საბოლოოდ ერთად მუშაობას შეძლებენ. კარლს სურს, ადელი მისი ჩანთების ახალი კოლექციის სახე გახდეს", - განაცხადა ლაგერფილდის წარმომადგენელმა.

უცნობია, შეძლებს თუ არა ადელი მოდელის როლის შეთავსებას - მომღერალი ახალ სიმღერაზე მუშაობს. მას წინ საკმაოდ დატვირთული წელი ელოდება, ორ წელიწადში კი ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება