ავსტრალიურმა ჟურნალმა Who-მ Victoria's Secret-ის მოდელი მირანდა კერი 2012 წლის ყველაზე ლამაზ პერსონად დაასახელა. ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანს მოდელის ოჯახური ფოტო ამშვენებს, რომელზეც კერი საკუთარ შვილთან - ფლინთან ერთად არის გამოსახული.
ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში მოდელი აცხადებს, რომ მიუხედავად წარმატებული კარიერისა და პოპულარობისა, მისი ცხოვრება დედობამდე სრულყოფილი არ ყოფილა.
"მთელი დღე ვმუშაობდი. ეხლა კი დროის უმეტეს ნაწილს ფლინს ვუთმობ. პირველ ყოვლისა, მეუღლე ვარ, შემდეგ დედა და ბოლოს მოდელი. ჩემთვის ფლინი მზის სინათლის პატარა ბურთია. ვფიქრობ, ფლინი გარეგნულად მე მგავს", - განაცხადა მირანდამ.
მირანდას და მის მეუღლეს, მსახიობ ორლანდო ბლუმს ვაჟი 2011 წელს შეეძინათ.
მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.