ჟურნალმა Time-მა ასი ცნობილი ადამიანის სია All-Time 100 Fashion Icons გამოაქვეყნა, რომლებმაც მოდის სამყაროზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს. მოდის ლეგენდების ჩამონათვალში 1923 წლიდან ( Time-ის დაფუძნების თარიღი) მოყოლებული, როგორც მოდის ინდუსტრიის, ასევე კულტურის და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები შევიდნენ.
Time-ის სია ექვს განსხვავებული კატეგორიად იყოფა: "დიზაინერი და ბრენდი", "მოდელები", "მუზები", ”ფოტოგრაფები, მოდის ჟურნალების რედაქტორები და სტილისტები" და "სტილი და დიზაინი".
მოდელების სიაში მხოლოდ ათი სახელი მოხვდა. მათ შორისაა: სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, ტვიგი და კეიტ მოსი.
უფრო მოცულობითი აღმოჩნდა ”მუზების” ჩამონათვალი. მასში მოხვდნენ: The Beatles, ლედი გაგა, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, ოდრი ჰეპბერნი, მადონა, მაიკლ ჯექსონი, დევიდ ბოუი, პრინცესა დიანა, ენდი უორჰოლი.
ჟურნალმა დიზაინერების სიაში ისეთი ცნობილი მოდელიორები შეიყვანა, როგორებიც არის: ჯორჯო არმანი, პიერ კარდენი, კოკო შანელი, კრისტინა დიორი, დომინიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, ჯონ გალიანო, ჟან-პოლ გოტიე, კარლ ლაგერფელდი, ჯანი ვერსაჩე და ა.შ. ასევე ჩამონათვალში მოხვდნენ მანოლო ბლანიკი, ჟან ლანვენი, კრისტიან ლაბუტენი.
Time -მა გავლენიან ფოტოგრაფებს შორის ენ ლეიბოვიცი (ჟურნალ Rolling Stone-ის ყდაზე გამოქვეყნებული ჯონ ლენონის და იოკო ონოს შიშველი ფოტოს ავტორი), გელმუტა ნიუტონი, მარიო ტესტინო და სხვები დაასახელა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.