აშშ-ში გრანდიოზული სატელევიზიო შოუს "ცეკვები ვარსკვლავებთან" მე-14 სეზონი დაიწყო.
წელს პროექტში მრავალი ცნობილი მსახიობი, მომღერალი, სპორტსმენი თუ მუსიკოსი მონაწილეობს, მაგრამ ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კუბელმა მსახიობმა, უილიამ ლევიმ გამოიწვია, რომელსაც, გარეგნული მსგავსების გამო, ლათინოამერიკელ ბრედ პიტს უწოდებენ.
საზოგადოებამ უილიამი ლათინური საპნის ოპერებიდან გაიცნო, ის ასევე მონაწილეობდა პოპ-მომღერალ ჯენიფერ ლოპესის კლიპში "I’m Into You", სადაც ჯენიფერის შეყვარებულს განასახიერებდა. თუმცა ტელეპროექტში მონაწილეობის შემდეგ მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და უამრავი ქალის გულიც დაიპყრო.
ტელეშოუში უილიამმა პარტნიორ ჩერილ ბურკესთან ერთად სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. მაყურებელს წყვილის "ჩა-ჩა-ჩა" ძალიან მოეწონა - დარბაზში აპლოდისმენტები არ წყდებოდა.
რეალითი შოუ "ცეკვები ვარსკვლავებთან" აშშ-ის ტელეარხ ABC-ზე გადის. კონკურსში მონაწილე წყვილები პროფესიონალი მოცეკვავეებითა და ცნობილი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. კონკურსანტებს ჟიური და მაყურებელი აფასებს.
მომზადებულია yahoo.com- ის მიხედვით.