შარლიზ ტერონი: "ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ"

შარლიზ ტერონი: "ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა შარლიზ ტერონმა ჟურნალ Vogue-ს შვილის აყვანის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.

მსახიობის ფოტო Vogue-ს აპრილის ნომრის გარეკანს ამშვენებს.

ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ტერონი აცხადებს, რომ მთელი ცხოვრება შვილსა და ოჯახზე ოცნებობდა. მისი თქმით, ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.

"ჯექსონი ნამდვილი საჩუქარია. ჩემი შვილით ძალიან ვამაყობ. ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, როდესაც ვამბობდი, რომ შვილი და ოჯახი მინდოდა", - განაცხადა მსახიობმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორი დედა სურს იყოს, მსახიობმა უპასუხა, რომ მისთვის სამაგალითო საკუთარი დედაა.

"იმედი მაქვს, დედას დავემსგავსები. ის ჩემს მიმართ სამართლიანი, მოსიყვარულე და ერთგული იყო. დედა მუდამ მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამეგო, ვინ ვარ", - ამბობს მსახიობი.

ვარსკვლავმა საკუთარი კარიერის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოდელობას მსახიობობა არჩია.

"მე მეტისმეტად მაღალი აღმოვჩნდი სუპერმოდელობისთვის. ჩემი კარიერის დასაწყისში მოდის სამყაროში ქეით მოსი და დაბალი ტანის სხვა გოგონები იყვნენ პოპულარულნი. მე იმდროინდელ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებდი", - განმარტა ტერონმა.

თუმცა, მისი თქმით, არ ნანობს, რომ ძალები კინემატოგრაფიაში მოსინჯა.

შარლიზ ტერონმა ახლახან დაასრულა მუშაობა თავის ბოლო როლებზე და გადაწყვიტა, ცხოვრება მთლიანად შეეცვალა. მსახიობმა პატარა ბიჭი, ჯექსონი იშვილა.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება