გორში ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სუხიშვილების ანსამბლის კონცერტი გაიმართა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ღონისძიება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი.
კონცერტი ლეგენდარული ანსამბლის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 105 წლისთავს მიეძღვნა.
გორის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური არ ახმაურებს ინფორმაციას, რა ოდენობის თანხა გამოიყო ღონისძიებისთვის.