მომღერალი კაილი მინოუგი და მისი საქმრო, მოდელი ანდრეს ვალენკოსო ერთად უკვე 4 წელია არიან, მაგრამ საზოგადოებაში მათი ერთად გამოჩენა ყოველთვის რეზონანსულია. საქმე ის არის, რომ მინიატურული მომღერალი შეყვარებულზე 30 სანტიმეტრით დაბალია, ამიტომ ქუსლებზეც კი მომღერალი საქმროს გვერდით ლილიპუტს ჰგავს.
ცოტა ხნის წინ შეყვარებულები მანჩესტერის სადგურზე შენიშნეს. 153 სანტიმეტრი სიმაღლის კაილის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და მის გვერდით მომავალი ანდრეს ვალენკოსო გოლიათივით გამოიყურებოდა. რაც შეეხება კაილის, მას ეს არ ადარდებდა. კაილი ქვევიდან ზევით ყურებას მიეჩვია.
სოლიდარობის ნიშნად მინოუგს და მის მეგობარ ბიჭს ერთნაირად ეცვათ და ერთნაირი სამგზავრო ჩანთები ეჭირათ.
აღსანიშნავია, რომ ადრე ანდრეს ვალენკოსო ინტერვიუებში კაილიზე დაქორწინების სურვილს ამჟღავნებდა.
წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთი ფოტოსესიის დროს გაიცნო. ვალენკოსოს მინოუგი ერთი ნახვით შეუყვარდა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.