ანდრია ბოჩელის მესამე შვილი შეეძინა

ანდრია ბოჩელის მესამე შვილი შეეძინა

ცნობილი იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი და მისი საცოლე - იტალიელი ბარიტონის, ივანო ბერტის ქალიშვილი ვერონიკა მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ვიჯინია დაარქვეს.

"ეს ორიგინალური ეტრუსკული სახელია. ამასთან, ის არცერთ ჩვენს ნაცნობს არ ჰქვია", - ამბობს ვერონიკა.

ამჟამად დედაც და ბავშვიც თავს შესანიშნავად გრძნობენ. მშობლები ახალშობილ ქალიშვილს ჯერჯერობით ფართო საზოგადოებას უმალავენ.

პატარა ვირჯინია 53 წლის ანდრეა ბოჩელისთვის მესამე შვილია, ვერონიკა ბერტისთვის კი პირველი. ტენორს ორი ვაჟი ჰყავს ყოფილ მეუღლესთან, ენრიკა ჩენზატისთან - 17 წლის ამოსი და 14 წლის მატეო.

მომღერალი პირველ ცოლს 2002 წელს დაშორდა. იმავე წელს ტენორმა პირად მენეჯერთან - ვერონიკა ბერტისთან გააბა რომანი.

გასული წლის აგვისტოს ბოლოს წყვილმა ვერონიკას ფეხმძიმობის შესახებ განაცხადა, თუმცა ისინი ჯერჯერობით დაქორწინებას არ ჩქარობენ.

მომზადებულია Tiger-news.info-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება