დიდ ბრიტანეთში ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ქალაქ ბრისტოლში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნება, რომელიც ორი ქალაქის- თბილისისა და ბრისტოლის დაძმობილების 24 წლისთავს მიეძღვნება.
ბრიტანელი დამთვალიერებლის წინაშე წარდგენილი იქნება ოლეგ ტიმჩენკოს, თინა ცხადაძე-რატიანის, ლევან ხარანაულის, დავით ალექსიძის, კოტე სულაბერიძის, მიხო ქოჩაკიძისა და მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრები.
გამოფენას ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლებს ბრისტოლის მთავარი მუზეუმის საგამოფენო სივრცე, წარმოდგენილი იქნება თითოეული მხატვრის 3 ნამუშევარი-სულ 21 ტილო.
გამოფენაზე მოწვეული იქნებიან ბრისტოლის მერიის წარმომადგენლები და მათი სტუმრები, მასმედიის, ქართული დიასპორის და საელჩოს წარმომადგენლები.