ნიკოლ კიდმანი გრეის კელის განასახიერებს

ნიკოლ კიდმანი გრეის კელის განასახიერებს

ახალ ფილმში "Grace of Monaco", რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავისა და შემდგომში მონაკოს პრინცესა გრეის კელის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს მსახიობი ნიკოლ კიდმანი შეასრულებს. ამჟამად მსახიობი რეჟისორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფილმს რეჟისორი ოლივერ დაჰანი გადაიღებს, პროექტის პროდიუსერი პიერ-ანჯე ლე პოგამია.

ფილმი "Grace of Monaco" არ იქნება ბიოგრაფიული. მასში აისახება 1962 წლის მოვლენები, როდესაც მონაკოსა და საფრანგეთს შორის გადასახადებთან დაკავშირებით ურთიერთობა დაიძაბა. კელი ამ დროს სამეფო ოჯახის ახალი წევრი იყო და ცდილობდა მონაკო გადატრიალებისგან ეხსნა.

მსახიობი გრეის კელი 1956 წელს მონაკოს პრინცს რენე III ცოლად გაჰყვა და მონაკოს პრინცესა გახდა. ის 1982 წელს ავტოავარიაში დაიღუპა.

მომზადებულია hollywoodreporter.com- ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება