ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ყირიმში ვენახები შეიძინა. ამჟამად მსახიობი ღვინის წარმოებას ბახჩისარაის რაიონის სოფელ უგლოვთან იწყებს.
ჯერ კიდევ 2005 წელს დეპარდიეს ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე სამეურნეო ფართის შეძენა სურდა. მაგრამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა უარი უთხრეს და მიწის იჯარით აღება შესთავაზეს. საბოლოოდ, დეპარდიემ პლანტაციები მაინც შეიძინა და ამჟამად ადგილობრივი ღვინის ქარხნის აღდგენით არის დაკავებული.
ინფორმაცია სოფელ უგლოვის საბჭოს მდივანმა, ოქსანა შვეცმა დაადასტურა. "მისი საკუთრება ჩვენს დასახლებულ პუნქტში მდებარეობს, იქ კარგი დაცვაა და ყურძნის ელიტური ჯიშები იზრდება",- განაცხადა მან.
ამასთან, ინფორმაცია შეთანხმების ღირებულებასა და მიწის ნაკვეთის ფართობზე არ ვრცელდება. ყირიმის მეღვინეების საბჭოს პრეზიდენტის, ვიქტორ ზაგორუიკოს თქმით, ბახჩისარაის რაიონში გაზრდილი ყურძენი ყველაზე მეტად შამპანურს უხდება.
ადრე დეპარდიე არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში, მათ შორის ყირიმში, სადაც მეღვინეობის დარგთან დაკავშირებით ინტერესი გამოხატა. მსახიობი უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, ვიქტორ იუშენკოსთანაც მეგობრობს.
ადრე გამოცემა "Украинская правда" წერდა, რომ დეპარდიე ფილმ "ტარას ბულბაში" მიიღებდა მონაწილეობას.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.