ეკა კვალიაშვილს შვილი გაუთხოვდა

ეკა კვალიაშვილს შვილი გაუთხოვდა

ისეთი ცხელ-ცხ­ელი ამბავი მაქვს თქვენთვის, რომ არ გახაროთ, გული გამისკდება. ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილი, ნუკა გვალია გათხოვდა. მაშ...

ესაო, ისაო, გო­გო კარგი, ბიჭიც კარგიო და ერთი ლა­მაზი პატარა ოჯ­ახიც შეიქმნა. ნუკას რჩეული ნიკა კობახიძე გახლავთ. ჯერჯერობით მე-4 კურსის სტუდენტია. წყვილს 5 წელია, ერთმანეთი უყვარს. ნუკა ამ თემაზე საუბარს არ გაურბოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ "რეიტინგთან" მიცემულ ინტერვიუში შეყვარებულის ვინაობაც გაგვიმხილა. სასიძოს ქალბატონი ეკაც კარგად იცნობდა და ოჯახშიც მიღებულ სტუმრად ითვლებოდა. როგორც გავარკვიე, შეყვარებული წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს. ნუკა და ნიკა ახლა ჯვრისწერისთვის ემზადებიან.

ამ ეტაპზე მეტი ვერაფრის გარკვევა ვერ მოვასწარი, ჯვრისწერის შემდეგ წყვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გპირდებით, მანამდე კი ვულოცავ ამ ლამაზ წყვილს გაბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება