FBI-ს ათი ყველაზე საშიში ძებნილის სიაში, ოსამა ბინ ლადენის ადგილი ბავშვთა პორნოგრაფიის გადაღებასა და გავრცელებაში ეჭვმიტანილმა, ამერიკელმა ერიკ ჯასთინ თოზმა დაიკავა.
BBC News-ის ინფორმაციით, 30 წლის ერიკ ჯასთინ თოზი, ყოფილი სკოლის მასწავლებელი და ახალგაზრდული ბანაკების ლიდერია.
ეჭვმიტანილზე ძებნა 2008 წლიდან გამოცხადდა, როდესაც მერილენდის შტატში, ერთ-ერთ სკოლაში, მის კუთვნილ ვიდეოკამერაზე ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი კადრები იპოვეს.
გასული წლების განმავლობაში სამართალდამცავები ერიკ ჯასთინ თოზს მერილენდის, ილინოისის, ინდიანას და არიზონას შტატებში ეძებდნენ.
ფედერალური ბიუროს გადაწყვეტილებით, ამჟამად ის უკვე ათი ყველაზე საშიში დამნაშავის სიაში, ოსამა ბინ ლადენის ნაცვლად შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიაში მხილებულზე საყოველთაო ძებნაა გამოცხადებული.