გერმანიაში სარკინიგზო კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში სარკინიგზო კატასტროფას სამი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.

BBC News-ის ინფორმაციით, კატასტროფა დღეს გამთენიისას ფრანკპურტისა და ჰანაუს დამაკავშირებელ სარკინიგზო მაგისტრალზე მოხდა.

მატარებელი, რომელსაც 35 მგზავრი გადაჰყავდა, ლიანდაგებზე მომუშავე ამწეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მემანქანე და ორი ინჟინერი, რომლებიც სპეციალური ტექნიკით სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებდნენ.

დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით კატასტროფის მიზეზი მატარებლის სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა