ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთში მოღვაწე ცნობილ ქართველ მომღერალ დიანა ღურწკაიას მოსვენება დაუკარგავს. თურმე მის ცხოვრებაში, არც მეტი, არც ნაკლები, - მანიაკი გამოჩენილა.
თავდაპირველად მის სატელეფონო ზარებს, სიყვარულის ახსნებითა და შეხვედრის სურვილით, დიანა დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ერთობოდა კიდეც. თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ უცნობი მამაკაცი გააქტიურდა და გაბოროტდა - ღიად ემუქრება და ათას საშინელებას ეუბნება. დიანას მაშინვე შეუჩივლია თავისი ძმისა და ქმრისთვის. მათაც გადაწყვიტეს, სატელეფონო ხულიგანი გამოეაშკარავებინათ. სულ სათითაოდ "დაუკითხავთ" ბომონდური წვეულებების ყველაზე აქტიური წევრები და გაარკვიეს, რომ ბოლო დროს მართლაც გამოჩენილა ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დიანას პირადი ცხოვრებით ინტერესდებოდა. მას პეტერბურგელ პროდიუსერად წარუდგენია თავი საზოგადოებისთვის.
ცოტა ხნის წინ სწორედ ამ ცრუ-პროდიუსერმა კინაღამ მუქარა შეასრულა. დიანა მორიგი საკონცერტო დარბაზიდან რომ გამოვიდა, ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად, უცნობი მიუახლოვდა და თავის მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზა.
მოულოდნელობისგან დიანამ დაყვირებაღა შეძლო და დაწესებულების დაცვის ყურადღება მიიპყრო, თუმცა სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ, უცნობი "კავალერი" სადღაც გაუჩინარდა.
როგორც ჩანს, დიანას მოუწევს ამ საქმეში სამართალდამცველების ჩართვა, თორემ ასეთი დაბდურა დაცვის ხელში თავს დაცულად მართლა ვერ იგრძნობს.
ასევე იხილეთ: დიანა ღურწკაიას ამაღელვებელი ვალსი შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები"
DJ ბუკლე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)