მსახიობი ჰოლი ბერი მსახიობ ოლივიე მარტინესზეა დანიშნული. ვარსკვლავმა dailymail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვერასდროს იფიქრებდა, თუკი ორი უიღბლო ქორწინების შემდეგ ამ ნაბიჯს ისევ გადადგამდა.
"ვინ იფიქრებდა?! დავიფიცე, რომ ნიშნობაზე აღარასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. არასდროს თქვათ, არასდროს", - განაცხადა ვარსკვლავმა.
ჰოლის ორი უიღბლო ქორწინება ჰქონდა. ჯერ ყოფილ ბეისბოლისტ - დევიდ ჯუსტიციზე დაქორწინდა, მისი მეორე მეუღლე კი ამერიკელი მომღერალი ერიკ ბენეტი იყო.
მსახიობის საქმრო - ოლივიე მარტინესი მექალთანის რეპუტაციით სარგებლობს. მისი ყოფილი საყვარლების ნუსხა მოდელებისა და მსახიობებისგან შედგება. მარტინესს რომანი მომღერალ კაილი მინოუგისთანაც ჰქონდა.
მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.