რატომ არ უნდოდა გოჩა ჩერტკოევს მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოს გამომზეურება

რატომ არ უნდოდა გოჩა ჩერტკოევს მიხეილ სააკაშვილთან გადაღებული ფოტოს გამომზეურება

მართალი რომ გითხრათ, გოჩა ჩერტკოევი ჟურნალისტებისთვის ძალიან საინტერესო პერსონა გახლავთ. ამას წინათ მისი და მისი მეუღლის გამოსვლებს ჩავუჯექი "ფეისბუქზე" და ძალიან მოვიხიბლე ამ წყვილის პროფესიონალიზმით.

შეიძლება ითქვას, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ყველაზე პოპულარული პერსონა სწორედ ჩერტკოევია თავისი ორიგინალური ჩაცმულობით, დამტვრეული ქართულით და შეფასებებით, რომლებიც ზოგიერთ სნობს ღიმილს ჰგვრის, მაგრამ უდავოდ საქმის ცოდნითაა გამყარებული. როგორც ჩანს, ჩერტკოევის პერსონით არა მხოლოდ უბრალო მოკვდავები ვინტერესდებით, არამედ საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც, როგორც ცნობილია, გართობა ძალიან უყვარს. ჩვენდა გასაოცრად, პრეზიდენტი დახურულ წვეულებაზე, თურმე ნუ იტყვით და, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეებსა და ჟიურის შეხვედრია.

ბუკლე თავად გოჩა ჩერტკოევს დაუკავშირდა, რომელიც ჟურნალისტებთან ძალიან მეგობრულად საუბრობს და ამ ფოტოს შესახებ ჩავეკითხეთ, თუმცა არც ამ ფოტოს ხსენება გაუხარდა და არც ინტერნეტში მისი გავრცელებით იყო აღფრთოვანებული.

გოჩა ჩერტკოევი:

- ვიცი, რომელ ფოტოზე მეკითხებით, მაგრამ არ მოიხსნა ეს ფოტო ინტერნეტიდან?!..

- არა, არ მოხსნილა, "ფეისბუქზე" ისევ დევს.

- მე სადაც მიმიწვდებოდა ხელი, ყველგან წავაშლევინე.…

- და რატომ, არ გინდოდათ, რომ ეს ფოტო გავრცელებულიყო?

- არ მინდოდა. ეს ჩემი სურვილით სულაც არ მომხდარა. შემთხვევით გავრცელდა ეს ფოტო და ამის მერე ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა შეკითხვებით, რაც არ მინდოდა, ნამეტანი დიდი ლაპარაკი დაიწყო ამ ფოტოზე.

- და რამ გამოიწვია, თქვენი აზრით, ეს ლაპარაკი?

- არ ვიცი რამ გამოიწვია, ეს ჩემზე კარგად თქვენ იცით (იღიმება).

- სად არის გადაღებული ეს ფოტო?

- მაგას კონკრეტულად ვერ გეტყვით. ეს გადაღებულია ერთ-ერთ დახურულ "ივენთზე", რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ეძ­­ღვნებოდა. ვის­აც არ იცნობდა, პრეზიდენტი მათ პირადად გაეცნო, მათ შორის მეც.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ძალიან საინტერესო და პროფესიონალი ადამიანია.

- თქვენზე ჰქონდა ინფორმაცია?

- არ ვიცი, შეიძლება, შოუ უნახავს,… მასთან არ მისაუბრია. ბატონ პრეზიდენტზე ვერაფერს ვიტყვი, რა­დგან პოლიტიკასთან არავითარი შეხება და კონტაქტი არ მაქვს.

ჩვენ ვეცადეთ, გადაგვემოწმებინა "ცეკვავენ ვარსკვლავების" პროდიუსერ ნოე სულაბერიძესთან, რა ტიპის შეხვედრა შედგა პრეზიდენტსა და პროექტის მონაწილეებს შორის, თუმცა გადაცემის მესვეური ჯერ გაკვირვებული დარჩა იმით, რატომ დავინტერესდით ამ ფოტოთი, შემდეგ კი გვითხრა, რომ ეს ფოტო არ უნახავს და არც რაიმე შეხვედრის შესახებ აქვს ინფორმაცია. როგორც ნოემ გვითხრა, ამ შოუს თავისი ჩარჩოები აქვს, გასართობი გადაცემაა, ჟურნალისტები კი ცდილობთ, სხვა მიმართულება მისცეთო. თუმცა ჩვენი ჟურნალი ამ პროექტს აქტიურად აშუქებს. ეს ფოტო კი ეხება არა კონკრეტულად გადაცემას, არამედ მის მონაწილე ცნობილ სახეს, რომლის შესახებ ინფორმაცია მკითხველს ძალიან აინტერესებს.

იხილეთ ვიდეო: გოჩა ჩერტკოევი ჰოლივუდურ თრილერში შერონ სტოუნთან ერთად

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება