ბერა ივანიშვილის სტუდიის წევრი, "ფაქოს" ძმა, ლაშა გოგორელიანი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს

ბერა ივანიშვილის სტუდიის წევრი, "ფაქოს" ძმა, ლაშა გოგორელიანი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მეხუთე კვარტლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ბერა ივანიშვილის სტუდია "Georgian dreams studio"-ს წევრის, "რუსთავი2"-ის გასართობი გადაცემების ყოფილი თანამშრომლის, ლევან გოგორელიანის ძმა, ლაშა გოგორელიანი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ლევან გოგერელიანმა დაუდასტრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მან განუცხადა, ლაშა გოგორელიანი საცხოვრებელ სახლთან მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც 6 მანქანაში მყოფი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მივიდნენ და მისი ძმა გაიტაცეს.

"ჩემმა ძმამ პოლიცია არც იცის, რა არის. მთელი ცხოვრება წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს. წარმოდგენა არ მაქვს, რა გახდა ლაშას დაკავების მიზეზი. მითხრეს, რომ 6 მანქანა მოვარდა და წაიყვანეს", - აღნიშნა ლევან გოგორელიანმა. მისივე თქმით, ლაშა გოგორელიანიც ბერა ივანიშვილის სტუდიაში მუშაობს.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გასართობი შოუების მსახიობები თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი, იგივე "ფაქო" "Georgian dreams studio"-ში დაახლოებით ორი კვირის წინ გადავიდნენ.

იხილეთ შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაცია - ლაშა გოგორელიანს ნარკოლოგიურ ცენტრში შემოწმება უტარდება.

იხილეთ ლევან გოგორელიანის კომენტარი

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება