სინტია ნიქსონმა თმები გადაინერგა

სინტია ნიქსონმა თმები გადაინერგა

ამერიკელმა მსახიობმა, სინტია ნიქსონმა, რომელმაც პოპულარობა ფილმით "სექსი დიდ ქალაქში" მოიპოვა, თაყვანისმცემლები გააოცა.

მსახიობი ერთი თვის წინ, სპექტაკლში მიღებული როლის გამო თავის ჟღალ თმებს შეელია და თავი გადაიპარსა, ახლა კი საზოგადოებაში კვლავ გრძელი, ამჯერად ქერა თმით გამოჩნდა.

სინტია სპექტაკლში კიბოთი დაავადებული პაციენტის როლს ასრულებდა, ეს როლი კი მისი იმიჯის რადიკალურად შეცვლას მოითხოვდა. სპექტაკლის სეზონი დასრულდა და მსახიობმაც საკუთარი თმები უკან "დაიბრუნა".

სინტიას ახალი ვარცხნილობა პარიკს არ გავს, სავარაუდოდ მსახიობმა თმები გადაინერგა.

ახალი ვარცხნილობით მსახიობი ტელეარხ NBC-ზე გამოჩნდა. სინტია საკმაოდ გლამურულად გამოიყურებოდა. მას ნაცრისფერი, შავი პრინტით გაფორმებული, მუხლებამდე კაბა ეცვა.

მსახიობის ბოლო როლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი თამაში The New York Times-მა დადებითად შეაფასა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება