"გრემისა" და "ოსკარის" მფლობელი, მომღერალი და მსახიობი, ბარბარა სტრეიზანდი 70 წლის გახდა.
მომღერალმა დაბადების დღე კალიფორნიაში, მეგობრებისა და სელებრითების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულებას 80-მდე საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: ჯონ ტრავოლტა, პირს ბროსნანი, კელი სმიტი, სტივენ სპილბერგი.
"წვეულებაზე ჩემი საუკეთესო მეგობრები და ახლობლები იყვნენ, რომლებიც ძალიან მიყვარს. საღამოს კულმინაცია ფილმი იყო, რომელიც ჩემმა შვილმა სპეციალურად ჩემთვის და ამ დღისთვის შექმნა", - განუცხადა ბარბარამ ჟურნალ People-ს.
ბარბარა სტრეიზანდმა შეერთებულ შტატებში 70 მლნ-ზე მეტი ალბომი გაყიდა. მათ შორის, ყველაზე პოპულარული იყო ალბომი - What Matters Most, რომელიც "გრემის" ნომინაციაზე წარადგინეს.
მომზადებულია people.com- ის მიხედვით.